2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის N 85/01-01 05/05/2025 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 4 მარტის ჩათვლით) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა, მათ შორის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის).
- 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 4 მარტის ჩათვლით) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თავფურცელი)
- დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება: 13,14,15,16 მაისის 17საათამდე VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: არაუგვიანეს 22 მაისს
აპელაცია : 22 მაისის13სთ-მდე
საბოლოო შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 23 მაისს
გისურვებთ წარმატებებს